მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები - ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას.